ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთი ტერორისტი თურქეთიდან დეპორტირებულია

ერთ-ერთი ტერორისტი, რომელმაც ბრიუსელში აფეთქება მოაწყო, გასულ წელს თურქეთიდან იყო დეპორტირებული. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გაასაჯაროვა.

ერდოღანის თქმით, თავდამსხმელი იბრაჰიმ ელ ბაქ-რაუი თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში დააკავეს. მაშინ თურქულმა მხარემ ბელგიას პირდაპირ მიუთითა ეჭვმიტანილის კავშირზე ტერორისტულ დაჯგუფებასთან. თუმცა, მათ ეს კავშირი ვერ დაადასტურეს. დეპორტაცია კი თავად ტერორისტის მოთხოვნით, ნიდერლანდებში განხორციელდა.

ერდოღანის განცხადებას ბელგიის პროკურატურა გამოეხმაურა. მათი განცხადებით, ვინაიდან ეჭვმიტანილის დეპორტაცია პირდაპირ ბელგიაში არ განხორციელებულა, მათ ბაქ-რაუის ტერორისტულ კავშირებზე არაფერი იცოდნენ.

ბელგიელმა სამართალდამცავებმ ასევე დააკავეს 29 წლის მოჰამედ აბრინი. სამართალდამცავების განცხადებით, მან პარიზის ტერაქტებში ბრალდებული აბდელსალმი ტერაქტამდე ორი დღით ადრე ნახა და ისინი მანქანით ერთად მოძრაობდნენ ქუჩაში.

იტვირთბა....