ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მოწმემ ფარულ ჩანაწერებზე სახელები და გვარები დაასახელა, მათ შორის ექს-მინისტრების (ვიდეო)

 

 

 


.
„დასახელდა უკვე გამოძიების ეტაპზე ორი სახელი და გვარი, რომელსაც აქვს რაღაც გარკვეული მნიშვნელობა. მათ შორის, ყოფილი მინისტრები“ – ამის შესახებ გიორგი ტატიშვილმა განაცხადა, რომელიც სკანდალურად ცნობილი მაცაცოს სახელით არის ცნობილი საზოგადოებისათვის. მისი პროკურატურაში დაკითხვა დღეს განახლდება.

გუშინ მისი დაკითხვა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დეტალების დასაზუსტებლად მოხდა. შენობიდან გამოსული ტატიშვილის თქმით, მან გამომძიებელს ჩანაწერების დამზადებასთან დაკავშირებით კონკრეტული გვარები დაუსახელა, მათ შორის ორი ყოფილი მინისტრი. მისივე მტკიცებით, კადრების დამონტაჟება თურქეთში ხდებოდა.

„დასახელდა უკვე გამოძიების ეტაპზე ორი სახელი და გვარი, რომელსაც აქვს რაღაც გარკვეული მნიშვნელობა. მათ შორის, ყოფილი მინისტრები. მათ შორის, ერთი გვარი ვის სახლშიც ხდებოდა კადრების გადაღება. ფარული კადრები მონტაჟდება საზღვარგარეთ კერძოდ, თურქეთში. ვიდეო და აუდიოჩანაწერები ხდება არა წინა ხელისუფლების, არამედ ამ ხელისუფლების დროსაც” – განაცხადა ტატიშვილმა.

ტატიშვილი ამჟამად გირაოს  სანაცვლოდ იმყოფება თავისუფლებაზე და გამოძიება მას თაღლითობაში ედავება.  თავად ტატიშვილი აცხადებს რომ პოლიტიკური დევნილია.

სამწუხაროდ პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს, რამდენად სერიოზულია აღნიშნული მოწმის ჩვენებები.

იტვირთბა....