ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაღაროელების გაფიცვა შეიძლება კვლავ განახლდეს

ტყიბულში  მაღაროელების  გაფიცვა შეიძლება კვლავ განახლდეს. მიზეზი „ ჯი-აი-ჯი ჯგუფისგან“ ახალი შრომის კონტრაქტებია, რომელთა გაფორმების შეჩერებას პროფკავშირი მოთხოვს.  მათი თქმით, დოკუმენტი შრომის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

როგორც პროფკავშირში განმარტავენ,  ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მხარეები ადასტურებენ, რომ მათ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ რაიმე სახის დავალიანება, ან სხვა ფინანსური ვალდებულება, რაც პროფკავშირის განმარტებით, უკვე მომზადებულ სარჩელსა და გამართულ მოლაპარაკებებს აზრს დაუკარგავს. ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტებით უქმდება ის შეთანხმება, რომელიც, რამდენიმედღიანი  აქციების შემდეგ კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შედგა. ასევე ბათილდება შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულებს ხელფასები ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიხედვით უნდა გაზრდოდათ.

ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. თუ ორმხრივი შეთანხმება არ შედგა, მაღაროელები გაფიცვას კვლავ დაიწყებენ.

იტვირთბა....