ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღი პარალიზებულია

თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღი პარალიზებულია. მუშაობა შეწყვიტეს მასწავლებლებმა, მშობლებიც უარს ამბობენ ბავშვების მიყვანაზე. პროტესტი რამდენიმე დირექტორის გათავისუფლებას მოჰყვა.

მე-2 საბავშვო ბაღის დირექტორი ანი გეგია აცხადებს, რომ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ მოადგილის გათავისუფლება მოსთხოვა. მან ეს მოთხოვნა არ შეასრულა, რადგან მიიჩნია, რომ მოადგილე სწორად მუშაობდა. ამის შემდეგ თავად გაათავისუფლეს.

ასევე საპროტესო აქციებია მე-6,  92-ე და 83-ე ბაღებში. 92-ე ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ პედაგოგები გარეთ დგანან, ბავშვები არ არიან ჯგუფებში, რადგან მშობლები აპროტესტებენ დირექტორის გათავისუფლებას.

მშობლები დირექტორებს მხარდაჭერას უცხადებენ. მშობლები და მასწავლებლები აპირებენ ბაღების სააგენტოსთან მივიდნენ და იქ განაგრძონ პროტესტის გამოხატვა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის განცხადებით, რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი და ადმინისტრაციული თანამშრომელი შიდა აუდიტის კვლევის საფუძველზე, სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენის შემდეგ გათავისუფლდა.

იტვირთბა....