თბილისის აბანოები ერთი დღით დაიხურა. აბანოების თანამშრომლები წყლის საფასურის მატებას აპროტესტებენ. ისინი ამ წუთებში გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. მათ გზა გადაკეტეს.
შეგახსენებთ, აბანოს მეპარტონეები კომპანია Georgian Water and Power-გან წყალზე გადასახადის შემცირებას ითხოვდნენ. წყლის კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ტარიფის გადახედვა არ მოხდება.
შპს “ნარიყალას” დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი გაზეთ „ბანკებთან და ფინანსებთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემის წარმოშობის მიზეზი, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” მენეჯმენტის ცვლილებაა. მისი თქმით, პრობლემები „საქართველოს ბანკის“ მიერ კომპანიის აქციების ყიდვის შემდეგ დაიწო.
“ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერს” შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ამ უკანასკნელის აქციების ნაწილი “საქართველოს ბანკმა” შეიძინა და კომპანიის მართვა მთლიანად ჩაიბარა. მას შემდეგ გოგირდის აბანოებისგან მოითხოვეს ინფორმაცია, რამდენ კუბერმეტრ წყალს მოიხმარენ დღეში, რათა წყლის დაღვრის გადასახადი განუსაზღვრონ.
“საუბარია საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე წყალზე. ჩვენ შემოსავალი წყლის ყოველი მოხმარებული ლიტრიდან არ გაქვს, შეიძლება დღე გავიდეს და ერთი კლიენტიც არ შემოვიდეს ნომრებში. საბოლოო ჯამში 15-ჯერ გაგვიზარდეს გადასახადი, რაც თვეში დაახლოებით 10 000 ლარს შეადგენს. ეს არის ბანკირების პოზიცია. სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და ექვსივე აბანო დააყადაღეს”, – აცხადებს “ნარიყალას” დირექტორი.