ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი გაემგზავრება

 

„ამ დროისთვის უკვე შერჩეულნი არიან  დამოუკიდებელი საერთაშორისო ჰუმანიტარული და ომის სამართლის ექსპერტები, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად საგამოძიებო ჯგუფის წევრების სტატუსით გაემგზავრებიან“ – ამის შესახებ თავდასცის სამინისტრო წერს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს გაეროში მირიან ფოფხაძეს შეხვდა. მირიან ფოფხაძე  თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებით თბილისში სპეციალურად გამოიძახა. თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელს აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები და პროცედურები გააცნო.

საგამოძიებო ჯგუფის ვიზიტის თარიღი გაეროს წარმომადგენლების მიერ დაზუსტდება.

ცენტრალურ აფრიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიასთან დაკავშირებული საქმის  გამოძიებას ანა დოლიძე კურირებს.

შეგახსენებთ, რომ საქმე შეეხება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის შესრულების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მხრიდან  არასრულწლოვანთა მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობას.

იტვირთბა....