aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მერია ხაბეიშვილს 27 000 ლარს გადაუხდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერიას “მონიტორინგის ცეტრი-მედიატორის” დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილისთვის თვეში 3600 ლარის გადახდა დაეკისრა-ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

მისი თქმით,  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2015 წლის 27 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ დაადასტურა, რომ მერიამ უკანონოდ გაათავისუფლა და დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა მუნიციპალიტეტს, 2015 წლის 15 სექტემბრამდე,  სანამ მერიამ რეალურად შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, დაევალათ თვეში 3600 ლარის გადახდა ზიანის სახით. ჯამში თბილისის მერიას 27 000 ლარი აქვს ლევან ხაბეიშვილისთვის გადასახდელი.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი 2014 წლის 22 აგვისტომდე მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას მოადგილე იყო.

“2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით, მე გამათავისუფლეს თანამდებობიდან და ბრძანებაში ეწერა ასეთი რაღაც, რომ მე არაჯეროვნად ვასრულებდი ჩემს უფლებამოვალეობას. 22 აგვისტოსვე ჩემს ადგილას დანიშნეს კახი კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე. სექტემბერში ეს გავასაჩივრე და გავაკეთე განცხადება, რომ ჩემი გათავისუფლება იყო უკანონო და კახი კალაძის ცოლის ძმის დანიშვნაც შესაბამისად იყო უკანონო. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ჩემი თანამდებობაზე დაბრუნება. ის გადაწყვეტილება კი, რომელიც 22 აგვისტოს გამოსცა დავით ნარმანიამ, ბათილად იქნას ცნობილი.

პირადი განცხადების საფუძველზე თბილისის მერიაში ვტოვებ ჩემს თანამდებობას. 2014 წლის 22 აგვისტოს დავით ნარმანიას ბრძანებით უკანონოდ გამათავისუფლეს მერიიდან  ჯერ კიდევ 2015 წლის 27 იანვარს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ უნდა აღვედგინე მერიაში, მაგრამ 7 თვე დამჭირდა, რომ დამტკიცებული სიმართლის აღსრულება მომხდრიყო. ეს ბრძოლა არ იყო ჩემი თანამდებობისთვის და პირადი მიზნებისთვის. ეს ბრძოლა იყო საჯარო მოხელეებისთვის. ყველამ გაიგოს, რომ აღარავინ, აღარასდროს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი თანამშრომელი სამსახურდან.”, – აცხადებდა ლევან ხაბეიშვილი.

იტვირთბა....