ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანდერლეხტში დაკავებული ეჭვმიტანილი ლააშრაუი არ აღმოჩნდა

 

ბელგიური მედიის ნაწილი უარყოფს DH-ის მიერ გავრცელებულ თავდაპირველ ინფორმაციას, ბრიუსელის ტერორისტულ აქტში ბრალდებულის, ნაზიმ ლააშრაუის დაკავების შესახებ. როგორც ისინი წერენ, ანდერლეხტში დაკავებული ეჭვმიტანილი ლააშრაუი არ აღმოჩნდა.

პოლიციისა და პროკურატურის კომენტარი აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვრცელდება. ისინი პრესკონფერენციას 1 საათში ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის პოლიციამ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ტერორისტების ფოტო გაავრცელა, რათა ადვილად დაადგინონ მათი ვინაობა. როგორც ცნობილია, ფოტოზე გამოსახული ტერორისტებიდან მარცხნიდან ორმა თავი აიფეთქა, ხოლო მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატიც იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს.

 

იტვირთბა....