ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ გოგირდის აბანოები დაიხურება

 

„ხვალ 10-11 საათიდან ერთი დღით პროტესტის ნიშნად დავკეტავთ აბანოებს, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება, მოვიდნენ და გადაიღონ რა მდგომარეობაა, რომ ამ ვულკანური წყლის გაჩერება შეუძლებელია“ – ამის შესახებ შპს „ნარიყალას“ დირექტორი, ნოდარ ტოტოღაშვილი აცხადებს.

შპს “ნარიყალას” დირექტორი, ნოდარ ტოტოღაშვილის თქმით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მათ ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა, რომ გამიჯნოს საპნიანი და სუფთა წყლები. საპნიანი წყალი დაღვაროს ცალკე, საკანალიზაციო სისტემაში, სუფთა წყალი კი, მტკვარში ჩაუშვას.

„არცერთი სამინისტრო იმის უფლებას არ მოგვცემეს, რომ გოგირდის წყალი პირდაპირ ჩავუშვათ მტკვარში, თბილისის მერია არ მოგვცემს უფლებას, რომ გადავთხაროთ უბანი. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოც არ მოგვცემს ამის გაკეთების უფლებას”, – აცხადებს ნოდარ ტოტოღაშვილი.

როგორც ის ამბობს,  ამისთვის მათ ფინანსები არ ეყოფათ და ვერც ნებართვას მოიპოვებენ.

„ხვალ 10-11 საათიდან ერთი დღით პროტესტის ნიშნად დავკეტავთ აბანოებს, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება, მოვიდნენ და გადაიღონ რა მდგომარეობაა, რომ ამ ვულკანური წყლის გაჩერება შეუძლებელია. ნახავენ, რომ აუზები დაცლილია, მაგრამ წყალი იღვრება საკანალიზაციო ქსელში და ჩვენ გვეკისრება გადასახადი”, – აღნიშნა ტოტოღაშვილმა.

ის ფიქრობს, რომ უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ გარემოს დაცვისა და კულტურის სამინისტროების, თბილისის მერიის, “GWP”-ის და სემეკის წარმომადგენლები და ერთად განიხილავენ ამ საკითხს.

„ან სემეკმა შეიტანოს ცვლილება აბანოებისათვის ბრძალებაში და ცალკეული ტარიფი დაუწესოს შპს “ნარიყალას”, – აცხადებს ტოტოღაშვილი.

ცნობისთვის, გოგირდის აბანოების მესაკუთრეთა განცხადებით, სემეკის და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გადაწყვეტილებით, აბანოებს დაღვრილი წყლის გადასახადი თითქმის 10-ჯერ გაუძვირდა.

იტვირთბა....