ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

32-ფურცლიანი ჩვენება: ადვოკატმა ფარული ჩანაწერების ავტორების გვარები დაასახელა

 

ადვოკატმა ზურაბ ჯორბენაძემ „რეპორტიორში“ გამართულ ბრიფინგზე პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შექმნასა და გავრცელებაში მონაწილე პირთა სახელები და გვარები დაასახელა:

“სანამ კასრების საქმე გასკდებოდა, მე ვიყავი პირველი ვინც განაცხადა, რომ უამრავი ჩანაწერი გასაჯაროვდებოდა, ნაციონალების გუნდის წევრებსა და არამარტო მათზე. სპეციალური სამსახურები, რომლებსაც წესით სახელმწიფო უსაფრთხოებაზე უნდა ეგოთ პასუხი, რეალურად მხოლოდ მოსმენებს, თვალთვალს, ჩანაწერების გაკეთებას და ამ ინფორმაციების შენახვას ახორციელებდნენ. აღნიშნულ სპეციალურ სამსახურებს სათავეში ედგა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ჩანაწერების შექმნის თემაზე უშუალო ბრძანებას გასცემდა. “კუდ”-ში ეს საკითხი უშუალოდ მაღალ დონეზე იდგა და ლევან ქარდავას დაქვემდებარებაში იყო. ჩანაწერების გაკეთებას უშუალო ზედამხედველობას ვაჟა ლილუაშვილი უწევდა. ამ ყველაფრის საქმის კურსში, რა თქმა უნდა,  სოსო თოფურიძე იყო.

შემდეგ, როდესაც ბაჩანა ახალაია თავდაცვის სამინისტროდან შსს მინისტრად დაინიშნა, თავდაცვის სამინისტროში მოადგილედ, უშუალო ხელმძღვანელად, დავით ახალაია დაინიშნა, რომელმაც თავისთან მეგის ქარდავა წაიყვანა. იქ კი დარჩა ე.წ. “მასტერა”, გიორგი დგებუაძე. თავდაცვის სამინისტროში არსებობდა და არსებობს ცენტრალური სადაზვერო უწყება. იმ სამმართველოს ყველა თანამშრომელი უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას მოსმენაში, თვალთვალსა და ჩანაწერების გაკეთებაში. ასევე იმ შენობაში სპეციალური ოთახები არსებობდა, სადაც ეს ჩანაწერები მიდიოდა, იშიფრებოდა და ფაილდებოდა. ჩანაწერების გაშიფრვა-ჩაწერაში უშუალოდ მონაწილეობდა ჯამალაშვილი. მამა ჯამალაშვილი კუდის აქტივისტი იყო, შვილი ჯამალაშვილი მაშინ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. თუმცა “კუდ”-ისგან მისი განათლება სპეციალურად იყო დაფინანსებული, რათა შეექმნა ვირუსი რომლითაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის ისე მოესმინათ და ეთვალთვალათ, რომ აგენტების შეგზავნა არ დასჭირვებოდათ.

გამოძიებას შევახსენებ, რომ ეს სახელები და გვარები მთავარ პროკურატურას ჩამოვუთვალე – არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს 32-ფურცლიანი ჩვენება მივეცი, თუ- ვინ, სად, როგორ უსმენდა. ვინ იყო „ქართულ ოცნებასა“ თუ სხვა პარტიებში შეგზავნილი. არჩილ კბილაშვილის დავალებით ბატონ გოჩა ფარულავას ეს ყველაფერი დეტალურად მოვუყევი. მივმართავ მთავარ პროკურატურას, რეალურად თუ გსურთ ამ დანაშაულის გამოძიება, ჩამოიღეთ თაროდან ნაცვლიშვილის დროს დადებული გრიფით  საიდუმლო, იმ სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ჩვენება მოგეცით და გამოძიება გაგიადვილდებათ.” – განაცხადა ზურაბ ჯორბენაძემ.

იტვირთბა....