ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის მუშაობა დროებით იზღუდება

 

„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის მუშაობა დროებით შეიზღუდება – ამ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

“რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით, სავალდებულოა გარკვეული ტექნოლოგიური პროცესებისა და გეგმიურ-გამაფრთხილებელი სამუშაოების ჩატარება, რაც  საბაგირო გზის მწარმოებელმა კომპანია „ლაიტნერმა“ დაადგინა.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 29 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით და 11 აპრილს „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს.

 

იტვირთბა....