აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე განცხადება გააკეთა და მან ბელგიელ ხალხს მხარდამჭერი მესიჯი გაუგზავნა.
„ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ დავამარცხებთ მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ადამიანთა უსაფრთხოებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ – აღნიშნა ობამამ.
ბარაქ ობამამ აღნიშნული განცხადება კუბიდან გააკეთა. ის კუბაში ისტორიული ვიზიტით იმყოფება. 1928 წლიდან ბარაკ ობამა პირველი პრეზიდენტია, რომელიც კუბას ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მან მოლაპარაკებები კუბის ლიდერთან, რაულ კასტროსთან გამართა.