ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რუსეთის მოქალაქის შესაძლო გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, გამოკითხული პირების ინფორმაციით, რ.შ.-მ საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი” – შსს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს – აღნიშნულის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

“შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც, შესაძლოა, ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე თავისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ, ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.
გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლისა და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ“ – ნათქვამის შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....