ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, $425 მილიონიანი პაკეტი გამოაცხადა

აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, $425 მილიონიანი პაკეტი გამოაცხადა. აღნიშნული თანხიდან უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის საწყობებიდან გადაეცემა

დახმარება ითვალისწინებს:

საბრძოლო მასალას NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის;
საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო და საარტილერიო სისტემებისთვის;
155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს;
TOW ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს;
Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს;
3 მილიონზე მეტ ვაზნას მცირე ზომის იარაღისა და ყუმბარისთვის;
ასაფეთქებელ საბრძოლო მასალას;
M18A1 კლეიმორის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს;
მძიმე ტექნიკის გადასაზიდად 12 სატვირთო მანქანას;
აღჭურვილობას ცივი ამინდისთვის;
ნაწილები, ტექნიკური და სხვა საველე აღჭურვილობა.

იტვირთბა....