იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, რუსთავში ახალი, მცირე ტიპის პენიტენციური დაწესებულება აშენდება.
“რამდენიმე დღეში ჩვენ გავხსნით ლაითურის ახალ პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც გათვლილია 700 პატიმარზე. ეს დაწესებულება აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე, უმაღლესი დონის სტანდარტს. ასევე, მთავრობის აქტიური მხარდაჭერის შედეგად, რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დავიწყეთ. ეს იქნება ე.წ. მცირე ტიპის დაწესებულება, რაც თანამედროვე მსოფლიოში პენიტენციური დაწესებულებების ერთ-ერთი ბოლო დონის მიღწევად ითვლება, იმიტომ, რომ ის უფრო ქმედითი, მარტივად სამართავია. ასევე, აქ პატიმრების უფლებების დაცვაც უფრო მაღალ ხარისხში ხდება. 2024 წელს საქართველოში გვექნება ასეთი უნიკალური ტიპის პენიტენციური დაწესებულება“ – განაცხადა ბრეგაძემ.