„ქართული ოცნება“ დღეს არის უზნეობის სამჭედლო ამ ქვეყანაში, – ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე პარლამენტში განვითარებულ პროცესებს, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციონერ ქალ კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც საბა ბუაძე ამბობს, ეს ქართული ოცნების ხელწერაა.
დღეს, რაც მე ვნახე პარლამენტში, ეს არის უბრალოდ გამაოგნებელი, „ქართული ოცნება“ დღეს არის უზნეობის სამჭედლო ამ ქვეყანაში, რომელმაც შემოგვთავაზა ეს საზარელი სანახაობა.
ბოდიშიო მოვისმინეთ, თითქოს ბოდიში ამ სრულ მორალურ კაპიტულაციას გამოასწორებს, კაცი გამოვიდა და დაწერილ სიტყვას კითხულობდა და ავღელდიო, ეს ხომ სრული სისულელე და ტყუილია. ეს ნამდვილად არის ანტიქართული ძალა, რომელსაც ჰგონია, რომ კაცობა არის მხოლოდ სქესის აღმნიშვნელი ტერმინი, ეს ძალა არის ქართული ოცნება, რომელიც ამის მიღმა ვერაფერს ხედავს.
უნდა გავიხსენო ღარიბაშვილის, ბერას და ჩუბინიძის შემთხვევა – ე.ი. თეონა აქუბარდია არვის დედიკო არ არის და როცა ბერას ოჯახის წევრს მიაყენებენ შეურაცხყოფას, იქ პრემიერი და სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი სადამსჯელო რაზმებით დათარეშობენ პატარა ბავშვების შესაშინებლად – ეს არის უბინძურესი ორმაგი სტანდარტის ხელისუფლება,“ – ამბობს ბუაძე.