ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნების” თავდასხმა ქალ-დეპუტატებზე – პრეზიდენტი უხამსობის ავტორების დასჯას ითხოვს

ქალ დეპუტატებზე შეტევამ საქართველოს პრეზიდენტი აიძულა, დუმილი დაერღვია. სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს პირდაპირ ეუბნება, რომ თუ არ დასჯის უხამსობის ავტორ დეპუტატებს, მაშინ პარლამენტი, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ინსტიტუტი, სახეს დაკარგავს და ეს პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობა იქნება.

ქალ დეპუტატებზე თავდასხმა ზურაბიშვილისთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა. საგანგებო მიმართვა ქვეყნის მთავარსარდალმა პარლამენტში განვითარებული მოვლენებიდან რამდენიმე წუთში გაავრცელა.

საქართველოს პრეზიდენტი ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს, “ქართული ოცნების” შეურაცხმყოფელ და სექსისტურ განცხადებებს კი გმობს.

ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს “ქართული ოცნების” წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

ანი წითლიძის მისამართით კი შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამები ალუდა ღუდუშაურმა გაახმოვანა.

რა შეფასებები მოჰყვა პრეზიდენტის განცხადებას მმართველ გუნდში და რას აპირებს პარლამენტის თავმჯდომარე, ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

იტვირთბა....