ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა ვეცადოთ, ერთმანეთს გული არ ვატკინოთ… თუ მეც მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი” – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა, რომ ქალი დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული აგრესიისა და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადების ბევრი შემთხვევა იყო

“ვფიქრობ, ნებისმიერი გონიერი ადამიანი არ მიესალმება აღნიშნულს, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეიძლება გვქონეს განსხვავებული შეხედულებები, სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებით, მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. რაღაც ჩარჩოები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი. მესმის პოლიტიკაა, აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებებისგან.

ძალიან ბევრი შემთხვევა, თუნდაც იმ ქალი დეპუტატების მხრიდან, განსაკუთრებული აგრესია და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადებები გვინახავს, პიროვნული შეურაცხყოფები. ეს არ არის ლამაზი ფორმა. მეც თუ მაქვს რამე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს არ ვატკინოთ გული და ასეთი შეურაცხყოფები არ მივაყენოთ.

ტელევიზიების მხრიდან უამრავი განცხადება გაკეთებულია, იგივე ჩემთან მიმართებაში, როდესაც საარჩევნო კამპანია იმართებოდა დიდი ცილისწამება იყო.მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკისა, მგონია, რომ არასწორია ასეთი ქმედებები და დამოკიდებულება”, – თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, “ოცნების” დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს, თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რეაგირება არ ჰქონია და კომენტარი მხოლოდ შესვენების შემდეგ გააკეთა.

იტვირთბა....