ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ – სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით” – ხაბეიშვილი

ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ – სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

“რუსთავში, საავადმყოფოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარდაბნის საკრებულოს წევრის მოსანახულებლად ვიყავი (რომელსაც თავს რუსული პარტიის გარდაბნის საკრებულოს წევრები დაესხნენ, საკრებულოს სხდომაზე), როცა რუსეთისა და პუტინის მეხოტბე ალუდა ღუდუშაურის განცხადება ვნახე…

უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელია, თუმცა, მიკვირს და არ ველოდი სამშობლოს გროშებზე გამყიდველებისგან – მეთქი, მოგატყუებთ.

არანაირი ზღვარი, წითელი ხაზი, მორალური და ადამიანური ღირებულება არ არსებობს მათთვის. ამ ხალხს შეუძლია და აკეთებენ – ემსახურებიან პუტინის რუსეთს, ღალატობენ და ყიდიან სამშობლოს.

ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს და პატრიოტ ადამიანს, ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ – სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით. ძვირფასო ანი, ზუსტად ვიცი ასეც მოიქცევი. გააგრძელე ის საქმე, რასაც აკეთებ, ემსახურე ქვეყანას, ხალხს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად გავიტანთ ამ რუსულ, ვადაგასულ პოლიტიკურ ნაგავს ქვეყნიდან, პარლამენტიდან“, – წერს ხაბეიშვილი.

იტვირთბა....