საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ეტყობა, ამ იმიტირებულ როკი ბალბოას თავი მართლა როკი ბალბო ჰგონია და ვეღარ ერკვევა სად არის, სავარჯიშო მოწყობილობასთან თუ პოლიტიკაში და მე მას ნამდვილად ვურჩევდი, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავოს არაფრისმომცემი საბრალო მუქარებისგან“, – თქვა ბრეგაძემ.

