ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ისე ლაპარაკობთ, თითქოს დავითაშვილი და პუტინი ისხდნენ ერთი ერთში… ჩინეთი რომ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ნეტა ბევრი ქვეყანა უცხადებდეს ისე“ – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჩინეთში სარტყელისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს გამოეხმაურა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ.

„ვახშამი პუტინთან ისე ლაპარაკობთ, თითქოს დავითაშვილი და პუტინი ისხდნენ ერთი ერთში და ვახშმობდნენ და საუბრობდნენ გემრიელად რაღაცაზე. როდესაც ათეულობით და ასეულობით ქვეყანა იღებს გარკვეულ ფორმატებში მონაწილეობას, თქვენ როგორც ჩანს მოგვიწოდებთ, რომ ამ ფორმატებიდან გამოვიდეთ. მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან, სადაც ასევე შეიძლება რაღაც შეხვედრა რომ იყოს იყვნენ რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის პუტინი, იმ ფორმატში იღებს მონაწილეობას. […] მანამდე იყო G20-ის შეხვედრა, სადაც ბლინკენი და ლავროვი ერთად ისხდნენ“, – თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ჩინეთში სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.

ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.

იტვირთბა....