ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

 „ოდეერი“ ბათუმის უნივერსიტეტშიც: სტუდენტები თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის საკითხზე შეხვედრა ხმაურის ფონზე ჩატარდა, ისინი სასწავლებელში თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ.

სტუდენტთა ნაწილი თსუ-ს სტუდენტების მსგავსად თვითმმართველობის წევრებს თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობაში ადანაშაულებს. თავად თვითმმართველობის წევრები ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

სტუდენტებმა ე.წ. „ოდეერების“ პრობლემაზეც ისაუბრეს. მათაც  უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დაასახელეს, რომელიც უნივერსიტეტში იარაღით დადის.

შეგახსენებთ, ანალოგიური მოთხოვნებით აქციები იმართებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტთა ერთი ნაწილი აპროტესტებდა თვითმმართველობის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ არსებობას. მეორე ნაწილი – თვითმმართველობა კი რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვდნენ. რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უკვე დაიწყო.

იტვირთბა....