ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს, ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი“ – ფრიდი

ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, “ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა.

„სანამ რუსეთი შინ რეპრესული დიქტატურა და ტირანია, გარეთ კი აგრესორია, საქართველოსთვის ძნელი იქნება ერთდროულად ევროპული მომავლის კანდიდატიც იყოს და კრემლისადმი განსაკუთრებით მეგობრულიც… საქართველო თავად ისუსტებს თავს ევროპასთან გაუცხოებით. გგონიათ პუტინი დააჯილდოებს ქვეყანას, რომელიც მის მიმართ დავქემდებარებულ პოზიციაშია? გგონიათ ესაა რუსების გზა? ისინი ამ დაქვემდებარებას, მორჩილებას ჩათვლიან მეტის წართმევის ლიცენზიად. ქართველებს ამის ასახსნელად ამერიკელი არ სჭირდებათ. მათ ჩემზე უკეთ იციან, რა განზრახვა აქვს რუსეთს და როგორ მოახდენს ის მათი ქმედებების ინტერპრეტაციას“, – აღნიშნავს დენიელ ფრიდი.

იტვირთბა....