ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სახელმწიფო აძლიერებს უსაფრთხოებას, ბიძინა იძლიერებს დენდროპარკს” – სანიკიძე

ბაობაბების სკანდალს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” ეხმაურება და ამბობს, რომ მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო უსაფრთხოებაზე ზრუნავს, იგი დენდროპარკის განვითარებით არის დაკავებული.

სანიკიძის თქმით, “ქართველი ოლიგარქი დემიურგია, ხოლო თავად მისი ნეოფიტი ხდება”.

ბაობაბთან დაკავშირებით გაოგნებული ვარ. მინდა შევაქო ბიძინა ივანიშვილი. დღეს მსოფლიოში რაც ხდება, იქცევა კაცობრიობა, ახალი სამყარო იბადება, ეს კაცი როგორ ახერხებს ამას. ჩვენი მოქალაქეების ნაწილს სჯერა, რომ იგი ღმერთკაცია, მეც ლამის შეიძლება დავიჯერო, რომ ის არის დემიურგი და მისი ნეოფიტი გავხდე. საწყალი ბაობაბი, იქ აფრიკაში გული დაწყვიტა ხალხს და აქ კიდევ არავინ იცი, რა არის ბაობაბი. ყველა სახელმწიფო აძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, ბიძინა აძლიერებს თავის დენდროლოგიას – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

იტვირთბა....