ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“69 სამედიცინო დაწესებულებამ დანიშნულება რეცეპტის გამოწერის გარეშე გასცა” – ჯანდაცვის წარმომადგენელი

69 სამედიცინო დაწესებულებამ დანიშნულება რეცეპტის გამოწერის გარეშე გასცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ირინა ჯავახაძემ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტზე თქვა.

მისივე თქმით, რეგულირების სააგენტომ სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობა 85 სამედიცინო დაწესებულებაში შეამოწმა.

“მიმდინარე წელს, 74 ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება არის შემოწმებული, ასევე, 121 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა პირველ და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნების შესაბამისი ფორმის, ელექტრონული რეცეპტის სავალდებულო გამოწერის საკითხებთან მიმართებაში. შემოწმების შედეგად, რეცეპტის გამოწერის გარეშე გაცემული დანიშნულების ფაქტი გამოვლინდა 69 დაწესებულებაში, რის შედეგადაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდა”, – თქვა ჯავახაძემ [ინტერპრესსნიუსი]

იტვირთბა....