ოლონეთში, გდანსკის ცენტრში 28 წლის ქართველს, 41 წლის პოლონელი თავს დაესხა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა. პოლონური მედიის ცნობით, შემთხვევა 27 ოქტომბერს ღამის საათებში მოხდა.
პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. ის პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ბრალი დისკრიმინაციის მუხლით წაუყენეს. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაშავებული 28 წლის ქართველი კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოშია გადაყვანილი.