ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მძევლად აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცის გათავისუფლება ადასტურებს, რომ შეგვიძლია მძევლების გადარჩენა” – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მძევლად აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცის გათავისუფლება ადასტურებს, რომ მათ შეუძლიათ “ჰამასის” და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ აყვანილი მძევლების გადარჩენა.

“ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ მძევლებამდე. ასევე, ეს ადასტურებს სახმელეთო ოპერაციის მნიშვნელობას და უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ერთგულებას თითოეული მძევლის მიმართ..ეს არ იქნება ხანმოკლე და მარტივი ომი, მაგრამ ჩვენ მომართული ვართ გავიმარჯვოთ მათთვის, ვინც სიცოცხლე გასწირა” – განაცხადა გალანტმა.

მისივე თქმით, სახმელეთო ოპერაცია “იოლი არ არის“.

იტვირთბა....