ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზურაბიშვილმა მორიგი მტკიცებულება შემოგვთავაზა, რომ იგი ევროპაში გასაშვები არ იყო” – კობახიძე

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მტკიცებულება თავად შემოგვთავაზა იმის შესახებ, რომ ევროპაში ნამდვილად არ იყო გასაშვები” – განცხადება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ღარიბაშვილის მოტივაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არანაირი ქარიზმა არ გააჩნდა, ხოლო შესაძლო ახალი პარტიის შექმნა 2024 წლის არჩევნების დროს “განწირული იქნება ხუთპროცენტიან ბარიერზე ჩავარდნისთვის”.

მისი სატელევიზიო გამოსვლაც არის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაცია. როდესაც შენ ეჭვქვეშ აყენებ პრემიერის მოტივაციას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მტკიცებულება თავად შემოგვთავაზა იმის შესახებ, რომ ევროპაში ნამდვილად არ იყო გასაშვები.

ჩვენ ვთქვით, რომ გვაქვს ინფორმაცია შესაძლო ახალ პარტიასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ასეთი გეგმები არსებობს. ასეთ პოლიტიკურ პარტიას არავითარი ცვლილების შეტანა არ შეუძლია პროცესში. ეს პარტიაც განწირული იქნება ხუთპროცენტიან ბარიერზე ჩავარდნისთვის. გამორიცხულია, ასეთმა პარტიამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა. ნახეთ, რამხელა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი გამხდარიყო პრეზიდენტი, არც ქარიზმა ჰქონდა და უამრავ შეცდომას უშვებდა წინასაარჩევნო განცხადებებში. არ გამოვრიცხავთ, ასეთი გეგმები სადღაც იყოს მოაზრებული – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....