რუსული დივერსიული ჯგუფები, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა და ბრძოლა ევროპული სტატუსისთვის – ეს იყო მესამე პრეზიდენტის მთავარი გზავნილები, რომლებზე ბოლომდე საუბრის შესაძლებლობაც მას მოსამართლემ არ მისცა. ბადრი კოჭლამაზაშვილმა “ვივა-მედის” კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის ჩართვა გათიშა, რამაც სასამართლო სხდომა თითქმის ჩაშალა.
მოსამართლე თავს იმით იმართლებს, რომ მესამე პრეზიდენტი საუბრობდა გლობალურ პოლიტიკურ თემებზე და არა საქმის ირგვლივ – თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განიხილებოდა პიჯაკების საქმე, რომელიც უკვე წლებია და უსრულებლად გრძელდება და ქართული ოცნების ხელისუფლების და ქართული სასამარტლოს სამარცხვინო საქმედ იქცა.