ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ “ჰამასის“ მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც მძევლები მას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ და აკრიტიკებენ, “სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაციაა”.
“ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია “ჰამასის” და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, “ჰამასმა” გაავრცელა ვიდეო, სადაც 3 მძევალი ქალი ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.