“ძალიან მადლობელი ვარ ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ის უმაგრესი მებრძოლი გუნდის,” – ამ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.
ძალიან მადლობელი ვარ ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ის უმაგრესი მებრძოლი გუნდის.
აი, ზუსტად ასეთი ხალხის იმედით ჩამოვედი საქართველოში, მათ ვუკავშირებ ჩვენი ქვეყნის გამოხსნას და ბევრად უკეთესი მომავლის მოპოვებას.
ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაგარი მომავალი, როგორც არ უნდა ცდილობდეს ოლიგარქი საწინააღმდეგოს დამტკიცებას,” – წერს სააკაშვილი.
ხმაური იყო ცოტახნის წინ ოზურგეთში საკრებულოს სხდომაზე. ჩხუბი ბაობაბების ტრანსპორტირების გამო დაიწყო. ოპოზიციამ “ოცნება” და სახელმწიფო უწყებები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ერთმანეთს დეპუტატებმა “უსირცხვილოები” ეძახეს. სხდომას ოზურგეთში ესწრება მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც.
“ქართული ოცნების” დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც სოფო ჯაფარიძე დარბაზში დაინახეს.