“აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაინდობს არავის, ვინც თანამშრომლობს რუსეთთან და საქართველო არასწორი გზით მიჰყავს”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს.
“შეერთებულმა შტატებმა ძალიან ძლიერი გზავნილი გამოაგზავნა – ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავინდობთ ადამიანებს, რომლებიც ურთიერთობდა და თანამშრომლობდა რუსეთთან და ცდილობდა, წაეყვანა საქართველო არასწორი მიმართულებით.
ჩემი დიდი შეშფოთების და წუხილის მიზეზი არის ის, რომ სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი ის ნამდვილად არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში და დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი რაც არის, ძალაუფლების გაყოფა, ამით ირღვევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებითაა”, – ამბობს კელი.
ის ასევე საუბრობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ჩინეთში ვიზიტზე, სადაც ის პუტინის გამოსვლას დაესწრო და მასთან ერთად ბანკეტზეც იმყოფებოდა: “ამით ჩანს, რომ დასავლეთთან დაშორება უნდათ. ძალიან მძიმე ვითარებაა”.
იან კელის თქმითვე, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ ნდობა დაკარგა.
არსებობს პრობლემა, რომელსაც ჰქვია ნდობის ნაკლებობა. შეერთებულ შტატებში არის ნდობის ნაკლებობა. მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ასეთი კავშირები და აქტივობები გამოყენებული უნდა იყოს. არსებობს რაღაც რაც უნდა მიიღონ, ან არ უნდა უარყო მინც მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს რომ შეერთებულმა შტატებმა არ გააზიარა ეს ინფორმაცია მათთან, ეს უხერხულობას ქმნის. ასეთი ტიპის ინფორმაციის გაცვლა აუცილებლად მოხდებოდა, – თქვა იან კელიმ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დასანქცირდება თუ არა კახა კალაძე, იან კელი პასუხობს:
მე არ მაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე. ნამდვილად ვერ მოგცემთ დამადასტურებელ კომენტარს იმის შესახებ, რომ მოხდება სანქცირება გარკვეული ადამიანების თუ არა, მაგრამ ყველა, ვისაც აქვს ზედმეტი გავლენა ან ბიზნესინტერესი ოლიგარქის გატარებისას, ისეთების, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და საქართველოს დასავლურ გზას”, – ამბობს იან კელი.