ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეკ სალივანმა ისრაელ-პალესტინის ომის შესახებ ისაუბრა.
მისი შეფასებით, რეალურია რისკი, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
„პრეზიდენტი ძალიან ღია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ამერიკულ ჯარს ირანი და მისი მარიონეტები თავს დაესხმებიან, ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ. ვფიქრობ, ირანელებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე ომი, რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. რისკი რეალურია“, – განაცხადა სალივანმა.
ამას გარდა, მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაციები გაფართოების ფონზე, თეთრი სახლის პრიორიტეტი ღაზაში ამერიკელი, ისრაელელი და სხვა მძევლების გათავისუფლებაა.