რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ზურაბ წერეთელი მის მიერ დამზადებულ სტალინის ძეგლში 1.5 მილიონ დოლარს ითხოვს – ამის შესახებ artinfo.ge წერს.
გამოცემის ცნობით, სტალინის ძეგლის გორში დაბრუნებას გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი გეგმავს.
როგორც მან ტელეკომპანია „დიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუკი სტალინის ძეგლის უკან დაბრუნებას გორელები მოითხოვენ, მაშინ ძეგლი უკან დაბრუნდება. მან დაადასტურა, რომ სტალინის ახალი ძეგლის შექმნაზე ზურაბ წერეთელს ესაუბრა, რაშიც მან 1,5 მილიოანი დოლარი მოითხოვა.