ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვავსაშიშროების გამო შეყოვნებული მძღოლები დახმარებას ითხოვენ

 

კობი-ჯვრის უღელტეხილზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ყველა ტიპის სამუშაოა შეჩერებული. – ამის შესახებ განცხადებას გზების დეპარტამენტში აკეთებენ.

ზვავსაშიშროების გამო დაწესებული ავტოსაგზაო შეზღუდვის მიზეზით, რუსეთიდან საქართველოში მომავალი ათობით სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი, უკვე მეორე დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებს.

როგორც მძღოლები და მგზავრები აცხადებენ, მათ არ აქვთ საკმარისი საკვები და საწვავიც უთავდებათ. ანალოგიური ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზეც. მძღოლები და მგზავრები დახმარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, გზის გაწმენდა ზვავსაშიშროების მოხსნის შემდეგ დაიწყება, რომელიც შეიძლება დღეს დღის მეორე ნახევარში მოიხსნას.

 

იტვირთბა....