“ოცნებას“ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისტანცირება და პრეზიდენტის, როგორც საქორწილო გენერლად დატოვება უნდა” – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
“პრეზიდენტის ინსტიტუტის დისტანცირება, ყველაფრის მოკვეთა და პრეზიდენტის, როგორც საქორწილო გენერლად დატოვება უნდათ. პრეზიდენტის ინსტიტუტი იქნება არაფრის მკეთებელი ქვეყანაში. თუ იურიდიული მხარე იქნება ისეთი ძლიერი, რომ შეგვეძლება, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ, ამ ნაბიჯს გადავდგამთ“ – აცხადებს ხაჯიშვილი.