ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რაზეც დღეს თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია გადაირივნენ, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში” – კობახიძე

რაზეც დღეს თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია გადაირივნენ, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“მინდა, კონსტიტუციის 36-ე მუხლი გაჩვენოთ, სადაც წერია შემდეგი – საქართველოს პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. ასევე 45-46 მუხლებია, სადაც საუბარია კანონშემოქმედებასა და ხელმოწერაზე, სადაც ეს თემა პრეზიდენტსაც ეხება, იმას აწესრიგებს. აქ არის 36-ე მუხლი, სადაც წერია, რომ პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს კანონი 36-ე მუხლის საფუძველზე მივიღეთ. შესაბამისად, ის არ საჭიროებს გაგზავნას პრეზიდენტთან, ამოქმედდება დაუყონებლივ. უკვე ძალაშია ეს კანონი. იქიდან გამომდინარე, რომ ის მიღებულია არა 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც პრეზიდენტის ხელმოწერა არ სჭირდება. სადაც პრეზიდენტიც იზიარებს პასუხისმგებლობას, იქ არის 45-46-ე მუხლები, იგზავნება პრეზიდენტთან, მაგრამ აქ არის 36-ე მუხლის საფუძველზე და არავის ხელმოწერა არ სჭირდება. შეგიძლიათ, ნახოთ, კონსტიტუცია“ – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....