ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როიალ კარიბიანის” ტერმინალის და ლაზიკას პორტის პროექტის გაუქმება შეგნებული სტრატეგიის ნაწილი იყო” – სააკაშვილი

“როიალ კარიბიანის” ტერმინალის და ლაზიკას პორტის პროექტის გაუქმება შეგნებული სტრატეგიის ნაწილი იყო – ამის შესახებ ამჟმად პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“2013 წელს ივანიშვილმა ალასანიას უთხრა: “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზეო”. სწორედ ამიტომ, “როიალ კარიბიანის” ტერმინალის და ლაზიკას პორტის პროექტის გაუქმება შეგნებული სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც ოჩამჩირის პორტით დაგვირგვინდა.
დააკვირდით, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაგრამ ბჟანიას რომ არ წამოსცდენოდა, ვერც გავიგებდით. მოსკოვს ესმის, რომ ამ პროექტით აზიანებს თავის მარიონეტებს თბილისში, მაგრამ უკრაინაში წარუმატებლობა სხვა გზას არ უტოვებს, არა უშავს, ოჩამჩირეში სულ მალე იქნება ქართულ-უკრაინული ერთობლივი საზღვაო ბაზა და ლაზიკას პორტი, ქალაქიც აშენდება და ამ საზღვაო ბაზის მიერ საიმედოდ იქნება დაცული” – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....