ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არა ახალ რუსულ კანონს! საქართველოს ევროპული მომავლისთვის! – პარლამენტთან 8 საათზე აქცია იმართება

არა ახალ რუსულ კანონს! საქართველოს ევროპული მომავლისთვის! – ამ სახელწოდებით პარლამენტთან დღეს, საღამოს 20 საათზე აქცია ჩაინიშნა. ინფორმაციას მოძრაობა “ნაბიჯი” ავრცელებს:

“დღეს, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით, რათა არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში ავტოკრატია და დიქტატურა, არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, მოუწყოს საბოტაჟი საქართველოს ევროპულ მომავალს.
ერთად დგომა უმნიშვნელოვანესია, ვანახოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ დავუშვებთ ახალი “რუსული კანონის” მესამე მოსმენით მიღებას!
ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, 20:00 საათზე, პარლამენტთან!” ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, “ოცნების” პარლამენტი დაჩქარებულ რეჟიმში იღებს კანონპროექტს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს უკრძალავს დროებითი კონსტრუქციის მოწყობას.

იტვირთბა....