ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნებამ” ახალი რუსული კანონი მესამე მოსმენითაც მიიღო

“ქართულმა ოცნებამ” “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენითაც მიიღო. მას მხარი 74 დეპუტატმა დაუჭირა, კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი კი პარლამენტის 22 წევრი იყო.

“ქართული ოცნების” მორიგ რეპრესიულ კანონპროექტს ოპონენტებმა უკვე უწოდეს რუსული კანონი ნომერი 2, რადგან ამ კანონპროექტით მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და
დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს.

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტს “ოცნება” დაჩქარებული წესით განიხილავს და მოტივად სუს-ის 18 სექტემბრის განცხადებას ასახელებს, თითქოს ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში “არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება”.

პარლამენტში ახალი რუსული კანონის განხილვის პარალელურად, დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილები. პარლამენტის წინ აქციაა ჩანიშნული 20:00 საათზეც.

იტვირთბა....