ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბარაკ ობამა კუბაში ისტორიულ ვიზიტს იწყებს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კუბაში ისტორიულ ვიზიტს იწყებს. მეზობელ ქვეყანაში გამგზავრებამდე ბარაკ ობამა კუბელ კომედიანტს ტელეფონით გაესაუბრა. პანფილომ შეერთებული შტატების პრეზიდეტი და პირველი ლედი საკუთარ სახლში მიიპატიჟა.

1928 წლიდან ბარაკ ობამა პირველი პრეზიდენტია, რომელიც კუბას ეწვევა. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ის მოლაპარაკებას კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროსთან გამართავს, დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან. ობამა ასევე ჰავანას სტდიონზე კუბისა და ამერიკის ბეისბოლის გუნდების ისტორიულ თამაშსაც დაესწრება.

იტვირთბა....