ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არავითარი იმპიჩმენტი პარლამენტში არ მოხდება“ – რომან გოცირიძე

პარლამენტარი რომან გოცირიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტს სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარლამენტში არავითარი იმპიჩმენტი არ მოხდება.

ამასთან, გოცირიძე მიიჩნევს, ივანიშვილს რომ პრეზიდენტობა უნდა და ამისთვის დაატრიალა ეს ამბები, არის სისულელე.

„არავითარი იმპიჩმენტი პარლამენტში არ მოხდება, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, შეთქმულების თეორიებში ჩაძირულებისათვის მაინც ყველაფერი წინასწარდადგმული და “ივანიშვილის თამაშები” იქნება. ივანიშვილს რომ პრეზიდენტობა უნდა და ამისთვის დაატრიალა ეს ამბები, არის სისულელე.
პოლიტიკაში მოსყიდვებიც ხდება და სუსტ ადგილებზე ზეწოლაც ანუ შანტაჟებიც და არასდროს არის მსგავსი რამ გამოსარიცხი, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრება იმდენად მრავალპლასტიანია და ჩახლართული, რომ მარტივად არცერთი, ერთი შეხედვით მარტივი რამაც არ არის ადვილად მისაღწევი. როცა მხოლოდ 12 ხმაა საჭირო, გაიღოს თითო მილიონი დოლარი ივანიშვულმა და მორჩენილია საქმე, ხომ? ამდენს კენიიდან ბაობაბების ჩამოტანაში ხარჯავს, არა? არაა ეს ადვილი. იმიტომ კი არა, რომ ძუნწია ან იმიტომ კი არა, რომ უსპეტაკესი ადამიანებითაა წარმოდგენილი ოპოზიცია. იმიტომ, რომ ცხოვრება მრავალგანზომილებიანია და ამოუხსნელი“, – წერს ის.

იტვირთბა....