საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესი ერთი კაცის მიერ დადგმული სცენარია, რომელიც ბოლო დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დამორჩილებასა და მართვას ეფუძნება.
თავაძე “ტვ პირველთან” საუბრის დროს თამამად აცხადებს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროპული მომავლისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებაა.
საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დადოს სამართლებრივი დასკვნა, მოხდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა. სამართლისგან დაცლილ პროცესზე ვისურვებდი მეტს, რომ ეს პროცესი ყოფილიყო უფრო ღია და კონკრეტული, რადგან საზოგადოებაში არ გაჩენილიყო განცდა არაობიექტურობის. სასურველი იყო, რომ ეს პროცესი სხვა დონეზე ჩატარებულიყო. აქ მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ერთი კაცის მიერ დადგმული სცენარი, რომელიც ბოლო ბასტიონს, ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტის დამორჩილებას ცდილობს და ამით, ფაქტობრივად, იმპიჩმენტს უცხადებს ჩვენს ევროპულ მომავალს – აღნიშნა ზაზა თავაძემ.
იტვირთბა....