პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” რუსულ ბანაკში საქართველოს გადაბარგების სპეცოპერაციას აწარმოებს.
მანჯგალაძის აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველ საზოგადოებას ატყუებს და ცდილობს, ბოლო წამამდე ადამიანები მათ პროევროპულობაში დააჯეროს.
კობახიძე, რომელიც იძახის, რომ ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციისთვის, თავად არ აკეთებს ამას. “ქართულ ოცნებას” სურს ისე ჩაატაროს სპეცოპერაცია რუსულ ბანაკში საქართველოს გადაბარგების, რომ ბოლო მომენტამდე ადამიანებს ეგონოთ, რომ პროევროპულია. ძალიან მაღალი ქირურგიული სიზუსტით უნდა ჩაატარო სპეცოპერაცია, რომ ნაღმზე არ აფეთქდე. ისინი ცდილობენ, რომ მათ სპეცოპერაციას მოქალაქეები ვერ მიხვდნენ. საქართველოში მცხოვრებ 90 პროცენტს ევროპა უნდა, თუმცა ხელისუფლებაში გვყავს ღიად პრორუსული ძალა.
როდესაც საერთაშორისო პარტნიორებისგან მოდის პოზიტიური სიგნალები, ქართული ოცნება რუსულ ნაგავს აყრის, პირდაპირ ხომ ვერ იტყვიან, რომ სტატუსი არ გვინდაო, მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო სტატუსი არ მიიღოს – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
იტვირთბა....