ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პარლამენტში ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიცემული ხმა ივანიშვილისთვის ხმის მიცემას ნიშნავს” – დავით კირკიტაძე

პოლიტიკოსი დავით კირკიტაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სწორად განსაჯონ, რადგან სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიცემული ხმა ივანიშვილის მხარდაჭერას ნიშნავს.
კირკიტაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეშლას ცდილობს.
საზოგადოებამ ერთი რამ უნდა იცოდეს, საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიცემული ხმა ნიშნავს ხმის მიცემას ბიძინა ივანიშვილზე, ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ხელის შეშლაზე და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები გვაკარგვინებენ შანს – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, იმისათვის რომ რუსული ჭაობი ქართველ საზოგადოებამდე აღარ მოვიდეს, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ახალგაზრდებსა და მიზნის მიღწევას შორის დგას, რომელიც მომავალს უკარგავს შეგნებულად. კლავს და ახრჩობს თავისუფალ მედიას და ეს თქვენ თავზე გაქვთ გამოცდილი, როდესაც ლექსო ლაშქარავა შეიწირეს. იმისათვის, რომ დამპალი რუსული ჭაობი ჩვენამდე აღარ მოვიდეს, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ – განაცხადა კირკიტაძემ

იტვირთბა....