სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტში “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ახალი ცვლილებები აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.
ლევან იოსელიანის აზრით, მოქმედი ნორმები საფრთხეების შემთხვევაში რეაგირების შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების საჭიროება არ არსებობს.
ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით, რაც სახალხო დამცველის აზრით, არ არის საკმარისი, პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვების დასაწესებლად.
სახალხო დამცველის განცხადებით, მოქმედი ნორმები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხეების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების დაწესების საჭიროება არ არსებობს. მითუმეტეს, რომ კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იტვირთბა....