“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ეშინია, რადგან მას დასავლეთში მაღალი რეიტინგი გააჩნია. ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ამასთანავე, გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიისთვის დიდი პრობლემაა, რადგან პრეზიდენტს დასავლეთის სრული მხარდაჭერა და ნდობა გააჩნია.
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი თავი საერთაშორისო ტრიბუნაზე წარმოადგინა როგორც პროდასავლურმა ლიდერმა. მას აქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ეთერში დაჯდეს. მას აქვს მაღალი მიმღებლობა. სალომე ზურაბიშვილი მათთვის დიდი პრობლემაა, რადგან იგი ყოველთვის იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და მას დასავლეთი აუცილებლად დაუჯერებს. “ქართული ოცნება” 24 თებერვლის შემდგომ გახდა რუსული ხელისუფლება. ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბევრი შიში აქვს, რადგან მას დასავლეთში მაღალი რეიტინგი და ნდობა გააჩნია – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
იტვირთბა....