ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მგონია, სოციოფობიით დატვირთული ადამიანი საქართველოს პრეზიდენტობაზე ოცნებობდეს” – გოცირიძე

პარლამენტარი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის სოციოფობიით დატვირთულს ეძახის და ამბობს, როდესაც ადამიანს საჯაროდ გამოჩენა უჭირს და ქვეყანას კულისებიდან მართავს, არ არის მოსალოდნელი, რომ ასეთ პირს პრეზიდენტობაზე პრეტენზია ჰქონდეს.
გოცირიძე “ტვ პირველთან” საუბრის დროს ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა ხალხის ძალა შექმნა, რომლითაც ევროპის დაშანტაჟებას ცდილობს.
ბიძინა ივანიშვლი არა მგონია საქართველოს პრეზიდენტობას ოცნებობდეს. ადამიანი სოციოფობიით არის დატვირთული, გამოჩენა უჭირს და საჯაროდ ფიგურად ყოფნა რაში აწყობს. როდესაც პრეზიდენტი ხარ, ღიად გამოდიხარ სცენაზე და ფარდებიდან არ მართავ ხელისუფლებას. ბევრი რამ ემთხვევა, აგენტების კანონი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, კარვების კანონი. როდესაც ყველაფერი ემთხვევა, ერთი შეხედვით მარტივია დასკვნების გამოტანა. მან შექმნა ხალხის ძალა, რომელიც აშანტაჟებდა ევროპას – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....