გელათში ვითარება უცვლელი და უმძიმესია. უყურადღებობის, უპასუხისმგებლობისა და დაუდევრობის გამო საქართველო კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლის გარეშე რჩება. საზოგადოებამ ამ დრომდე არაფერი იცის, რა კეთდება მე-12 საუკუნის მონასტრის კედლის მხატვრობის გადასარჩენად. ფაქტია, ვითარება ტაძარში არც მას შემდეგ შეცლილა, რაც გელათზე პასუხისმგებლობა წულუკიანის უწყებამ საპატრიარქოს გადააბარა და საკითხი პრემიერმინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა. სამუშაო ჯგუფის წევრი სასულიერო პირები მთავარის შეკითხვებს არ პასუხობენ, ჩუბინაშვილის ცენტრის ექსპერტის შეფასება კი უკიდურესად მძიმეა. ხელოვნების ისტორიკოსი მზია ჯანჯალია ამბობს, რომ ტაძრის მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულს გასცდა და უნიკალური ფრესკების ჩამოშლა გარდაუვალია.
იტვირთბა....