ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ უკრაინა მოახერხებს კანონში ცვლილებების შეტანას, მაშინ არჩევნები ჩატარდება” – ზელენსკი

“სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინაში არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, თუ პარლამენტი შეძლებს გადაჭრას ყველა გამოწვევა, რათა უზრუნველყოს კენჭისყრაზე უსაფრთხო წვდომა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელესკიმ Sky 24-ის პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება იმ ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც ხმას აძლევს და ეს მათთვის გამოწვევაა.

“მნიშვნელოვანია არჩევნების უსაფრთხოდ ორგანიზება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხმა უნდა მისცენ და ეს თავდასხმის გარეშე უნდა მოხდეს. ჩვენ გვაქვს ეს გამოწვევა, მაგრამ თუ ჩვენი ქვეყანა მოახერხებს კანონში ცვლილებების შეტანას, მაშინ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....